Gay.ge ქართული
Gay.ge
ძიება ყველგან
სულ მომხმარებლები: 3837
გაცნობის პროფაილები: 612
საიტზე ახლა არის:
0 რეგისტრირებული მომხმარებელი, აქედან
0 გაცნობის მსურველი
0 ჩეთში
12 სტუმარი, აქედან
1 ჩეთში
10.11.2009

8 ნოემბერს ჩეხეთში ლგბტ კინოფესტივალი – Mezipatra – წარმატებით დასრულდა. ეს იყო 2 კვირიანი ივენთი, რომელიც ჩეხეთის ტურისტულ ქალაქ ბრნოში 23 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო 2 ნოემბრიდან პრაღაში გადაინაცვლა.

პროგრამაში წარდგენილი იყო როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი რეჟისორების ნამუშევრები. ფილმები ორიგინალ ენაზე, ჩეხური სუბტიტრებით გადიოდა, რაც განსაკუთრებით მოხერხებული იყო მისული საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რომელმაც კინოფესტივალზე მოიყარა თავა. სტუმრებს შორის იყვნენ როგორც რიგირთი კინომანები, ასევე ევროპული ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან (Gay.Ge).

ხშირად, კინოსეანსის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები ფილმის რეჟისორებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან, აგრეთვე სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან, რომლებიც განიხილავდნენ ლგბტ საზოგადოების პრობლემებს თანამედროვე სამყაროში.

კინოფესტივალზე მისულმა აუდიტორიამ საკმაოდ მრავალფეროვანი კინო-მიქსი მიიღო დაწყებული გეი დრამებითა და დიკუმენტური ფილმებით, დამთავრებული ვარდისფერი რომანტიული კომედიებით, ჰოლივუდის სტილში. წარდგენილი იყო შემდეგი ნამუშევრები:


სადილი სკოტთან (Breakfast with Scot) – კანადა, 2007.

დერეკი (Derek) - დიდი ბრიტანეთი, 2008. დოკუმენტური ფილმი პოპულარული კინორეჟისორის დერეკ ჯარმანის შესახებ. მისი ფილმები ფართოდ იყო წარმოდგენილი მეზიპატრას კინოფესტივალზე.

მოჩვენებები (Ghosted) - გერმანია/ტაივანი, 2009.

რითი განისაზღვრება მამაკაცობა (Butch Factor) – აშშ, 2009. რას ნიშნავს იყო გეი მამაკაცი? განსაკუთრებით, სოციალურად ძლიერი მამაკაცური სტერეოტიპის პროფესიონალებისათვის. ესაა კინომცდელობა, ჩავიხედოთ რაგბისტების, პოლიციელების, კავბოების ფსიქოლოგიაში.

ჰარვი მილკის დრო (The Times of Harvey Milk) - აშშ, 1984. გას ვან სენტის 2008 წლის ფენომენალური ისტორიული დრამის, “მილქ”-ის წყალობით, კვლავ გაღვივდა ინტერესი ცნობილი გაი აქტივისტისა და პოლიტიკოსის, ჰარვი მილქის მიმართ. ამ დოკუმენტურ ფილმში, მართალია ნაკლები პათოსისთ, მაგრამ უფრო დეტალურადაა ნაჩვენები მილქის ცხოვრება, ვიდრე თანამედროვე ოსკაროსან მხატვრულ ფილმში.

ჰოლივუდ – მიყვარხარ (Hollywood, je t'aime) - აშშ, 2009. ვარდისფერი კინოკომედია.

სხვათაშორის - “ბი” (Bi the Way) - აშშ, 2008. დოკუმენტური ფილმი ბისექსუალური ცხოვრების სტილის და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ომის რექვიემი (War Requiem) – დიდი ბრიტანეთი, 2009. ნახევრად დოკუმენტური ანტი მილიტარისტული მიუზიკლი.

ჩემი სიყვარულის ზაფხული (My Summer of Love) – დიდი ბრიტანეთი, 2005. გეი დრამა.

ტრანსამერიკა (Transamerica) - აშშ, 2005. ფილმი ტრანსსექსუალური ცხოვრების სტილის და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი კინოფილმებიც. მათ შორის რამდენიმე ადგილობრივი, ჩეხური წარმოების.

ფესტივალს პრაღაში ორი კინოთეტრი მასპინძლობდა – ლუჩერნა და სვეტაზორი. სეანსებზე ძირითადად 100%-იანი დასწრება იყო და ხშირ შემთხვევაში სალაროსთან რიგში მდგომი ხალხი უბილეთოდაც რჩებოდა.

კინოფესტივალს ყოველდღიურად აშუქებდა ჩეხეთის ტელევიზია. მეზიპატრა-ს რეკლამებით აჭრელებული იყო მთელი პრაღა. გეი კინოფესტივალი ევროპის გულისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კიდევ ერთი ლამაზი ივენთი მართალია პოსტ სოციალისტურ, მაგრამ უკვე ცივილურ სამყაროში.

მე ვარ
მინდა გავიცნო
ასაკი -
ძებნა
ახალი პროფაილები
temson 25
David 2012
Gei 26
gio 22
Harvest 24
irakli 21
2008, GAY.GE შენი თანამგზავრი [ვერსია 5.0 ალფა]
შექმნილია ფონდი ინკლუზივისა და COC Netherlands-ის მხარდაჭერით
ყველგან საიტში ფორუმში