Gay.ge ქართული
Gay.ge
ძიება ყველგან
სულ მომხმარებლები: 3837
გაცნობის პროფაილები: 612
საიტზე ახლა არის:
0 რეგისტრირებული მომხმარებელი, აქედან
0 გაცნობის მსურველი
0 ჩეთში
13 სტუმარი, აქედან
1 ჩეთში
06.07.2010
უკვე მერამდენ წელია ჩეხეთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით,  დიდი წარმატებით მიმდინარეობს გეი ფილმების ფესტივალი "მეზიპატრა". კინოფესტივლზე წარდგენილია ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან. ამ კონკურს ჩვენ რეგულარულად ვსტუმრობთ და უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ. ფესტივალის დღეებზე თავს იყრიან კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და უბრალოდ, გეი ფილმების მოყვარულები მთელი მსოფლიოდან. ფილმების ჩვენება მიმდინარეობს ორიგინალი ხმოვანი ბილიკით (ძირითადად ინგლისურად) ჩეხური ტიტრებით. ფესტივალს საკმაოდ ფართოდ აშუქებს ჩეხეთის ტელევიზია და პრესა. ფილმების ჩვენება მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში განთავსებულ 2 კინოთეატრში - "ლუჩერნა" და "სვეტაზორი".

წელს, გეი-ჯი-მ გადაწყვიტა სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთოს თავის ერთგულ მეგობრებს და შემოგთავაზოთ კულტურული ტური ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღა. ულამაზესი დღეები, რომელსაც გაალამაზებს ზღაპრული ქალაქი, გამორჩეული არქიტექურით, ისტორიით და ღირსშესანიშნაობებით.

კინოფესტივალის დღეებია 11-16 ნოემბერი, 2010 წელი. გეი-ჯი-ს ტურის დღეებია - 10-18 ნოემბერი, 2010. მოცემული ტურის ორგანიზებას ვაკეთებთ სრულიად უანგაროდ! ამ საკითხთან დაკავშირებით, ტურისტულ სააგენტოსთან მოლაპარეკება წარმატებით დასრულდა. კონფიდენციალურობა 100% გარანტირებულია! დაინტერესებული პირები იხდიან მხოლოდ მგზავრობისა და სასტუმროს გადასახადს. სავიზო მხარდაჭერას  გაგიწევთ ჩვენ.

დღეისათვის, ტურის ფასია 900 ევრო - სადაც შედის ავიაბილეთები, ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო
პრაღის გეი უბანში 1-ჯერადი კვებით (ცენტრიდან 10 წუთის სავალი)  + უფასო ტური გეი.ჯი-საგან, + კინოფესტივალზე დასასწრები ბილეთები საჩუქრად.

რატომ ასე იაფად? -
ნოემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ასე რომ ავიაბილეთების და სასტუმროს ფასები შედარებით იაფია. შესაბამისად, ტურისტული სააგენტოებიც უკეთეს პირობებს გვთავაზობენ წინასწარ შეკვეთებზე.

მოსალოდნელია თუ არა ფასის ცვალებადობა? -  რათქმაუნდა, გაფრენის თარიღის მოახლოებასთან ერთად ავიახაზები საკმაოდ მაღლა წევენ ფასებს. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში ტური შესაძლებელია გაძვირდეს დაახლოებით 200 ევროთი.

რა გესაჭიროებათ? - საქართველოს მოქმედი პასპორტი, რომელსაც ვადა ექნება მინიმუმ 2011 წლამდე. ყველა სხვა საჭირო მომსახურებას გაგიწევთ ჩვენი პარტნიორი ტურისტული სააგენტო. (
სასურველია გქონდეთ შენგენის ვიზა, არ ქონის შემთხვევაში ტურისტული სააგენტო გაგიწევთ შუამდგომლობას)!

დაგვიკავშირდით: tema@gay.ge


 

კომენტარები:

| 1 | 2 |
1 svika022 2010-10-16 13:59:57
არ შეილება რო კიტხვებზე გვიპასუხოთ ან ნომერი დადოთ რომ დაგირეკოთ
2 svika022 2010-10-14 04:33:50
ვის დაუკავშირდე მე მინდა წასვლაა და მართლა აწყობთ თუ უბრალოდ რეკლამააა
| 1 | 2 |
მე ვარ
მინდა გავიცნო
ასაკი -
ძებნა
ახალი პროფაილები
temson 25
David 2012
Gei 26
gio 22
Harvest 24
irakli 21
2008, GAY.GE შენი თანამგზავრი [ვერსია 5.0 ალფა]
შექმნილია ფონდი ინკლუზივისა და COC Netherlands-ის მხარდაჭერით
ყველგან საიტში ფორუმში