სულ მომხმარებლები: 3851
გაცნობის პროფაილები: 613
საიტზე ახლა არის:
0 რეგისტრირებული მომხმარებელი, აქედან
0 გაცნობის მსურველი
0 ჩეთში
15 სტუმარი, აქედან
2 ჩეთში
|
მთავარი >
სიახლე >
საერთაშორისო >
რუსეთის პატრიარქი: რუსული სამყარო „ შეეწინააღმდეგება პროსტიტუციას, ნარკომანიას და ჰომოსექსუალიზმს“
19.11.2010
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ „რუსული სამყარო მოწოდებულია წინააღმდეგობა გაუწიოს დამანგრეველ ტენდენციას, რომელსაც კაცობრიობა დაღუპვისკენ მიჰყავს“. ამ ტენდენციების მაგალითად რუსული ეკლესიის იერარქმა დაასახელა „ოჯახური ფასეულობების დაცემა და ისეთი უზნეო ქმედების ლეგალიზაცია, როგორებიცაა ნარკომანია, პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი“. ასეთი სიტყვებით რუსმა პატრიარქმა საგარეო უწყების აკადემიის წევრებს და დიპლომატიურ თანამშრომლებს მიმართა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში.
პატრიარქმა რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის დიპლომატებს მუწოდა, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ „სულიერი, ინტელექტუალური პარადიგმის შესაცვლელად, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებშიც“. 2009 წლის იანვარში რუსეთის პატრიარქად არჩევამდე მიტროპოლიტი კირილი (გუნდიაევი) ცნობილი იყო თავისი თანმიმდევრული ჰომოფობური პოზიციით. სხვადასხვა დროს კირილი მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას აეკრძალა ჰომოსექსუალებისთვის მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობა და ბავშვების შვილად აყვანა, „ტოლერანტობა გეების მიმართ“ გამოეცხადებინათ „არარუსულ ტრადიციად“, ხოლო სექსის თავისუფლებას „მკვლელობის თავისუფლებას“ ადარებდა. 2006 წელს მან ასევე განაცხადა, რომ „ყველა კანონის შესრულება, რომლებიც ქრისტიანულ მცნებებს ეწინააღმდეგება, ქრისტიანებისთვის აუცილებელი არ არის“.
კომენტარები:
 |
1 |
|
1
|
nymphetamine_boy
|
2010-11-21 11:00:47 |
|
ერთი შენი ...ც რაა ... ვისაც ჯვარი კიდია ყველა ჭეშმარიტი მღვდელი და (ასშ.) არ არის რა ...
|
 |
1 |
|
|