Gay.ge ქართული
Gay.ge
ძიება ყველგან
სულ მომხმარებლები: 3851
გაცნობის პროფაილები: 613
საიტზე ახლა არის:
0 რეგისტრირებული მომხმარებელი, აქედან
0 გაცნობის მსურველი
0 ჩეთში
15 სტუმარი, აქედან
2 ჩეთში
14.01.2011
გეი ტურიზმი საკმაოდ განითარებული ინდუსტრიაა მთელს მსოფლიოში და ამ კუთხით ამჯერად ჩეხეთის დედაქალაქიც დაინტერესდა. პრაღის ტურისტულმა სააგენტოებმა სპეციალურად შემუშავებული ქალაქის გეი რუქების გამოცემა დაიწყეს. ამით უფრო მეტი გეი და ლესბოსელი ტურისტის მოზიდვას გეგმავენ. პრაღა ხომ ისედაც საუკეთესო ტურისტული ადგილია ნებისმიერი ორიენტაციის მოგზაურისათვის.


რუქაზე ასახულია ძირითადი ტურისტული წერტილები: ქალაქის ცენტრი, პრაღის ციხე, Charles Bridge და სხვა საინტერესო ღირსშესანიშნაობები მოკლე აღწერებით. რუქაზე აგრეთვე ნახავთ ქალაქის მეტროს გეგმას, ტურისტული საინფორმაციო ცენტრების და გეი ორგანიზაციების მისამართებს. 

ყველაზე საინტერესო კი გეი ტურისტებისთვის სპეციალურად დაყოფილი კატეგორიები იქნება: დღის ცხოვრება, ღამის ცხოვრება, გეი კლუბი და გეი-ფრენდლი დაწესებულებები. გეი კლუბების მისამართები და მათი აღწერა. 

"საერთოდ გეები ტურისტების აქტიურ ჯგუფს წარმოადგენენ“ განაცხადა პრაღის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა Lucie Ramnebornova-მა დირექტორის -"ჩვენ გვჯერა, რომ პრაღას შეუძლია ბევრი შესთავაზოს ლგბტ ტურისტებს, ამიტომ, გადავწყვიტეთ გამოაქვეყნოთ რუქა რომელიც შექმნილია სპეციალურად მათთვის, ქალაქში თავი დაკარგულად რომ არ იგრძნონ“.

პრაღაში გეი ტურისტები რუქების გარეშეც არ იკარგებოდნენ და კარგად გრძნობდნენ, მაგრამ ახლა, მათი დახმარებით უკეთესად მოახერხებენ ორიენტირებას და სასურველი კლუბების მიგნებას.

"რუქის შექმნისას ჩვენ დიდი აქცენტი გავაკეთეთ საიმედოობისა და პროფესიონალიზმზე“  დასძინა ქალბატონმა Ramnebornova-მ. "ჩვენ ვთანამშრომლობთ ცნობილი კლუბებთან, სასტუმროებთან და ტურისტული სააგენტოებთან, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ თავს, როგორც გეი და გეი ფრენდლი ორგანიზაცია და სთავაზობენ მომხმარებელს მხოლოდ საუკეთესო სერვისს.  არ გვინდა ჩვენი რუკა შეიცავდეს ცუდი რეპუტაციის და დაბალი ხარისხის კლუბებს" 

ჩეხეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია აცხადებს, რომ  დაახლოებით 400,000 გეი ტურისტები მოდის ჩეხეთში ყოველწლიურად. რუკა ხელმისაწვდომია პრაღას საინფორმაციო ცენტრებში, მათ შორის, Old Town Hall (Staroměstské namesti 1; 420-221-714-444; www.praguewelcome.cz) და  ონლაინ www.praguewelcome.cz.

 
მე ვარ
მინდა გავიცნო
ასაკი -
ძებნა
ახალი პროფაილები
saba 2012
temson 25
David 2012
Gei 26
gio 22
Harvest 24
2008, GAY.GE შენი თანამგზავრი [ვერსია 5.0 ალფა]
შექმნილია ფონდი ინკლუზივისა და COC Netherlands-ის მხარდაჭერით
ყველგან საიტში ფორუმში