Gay.ge ქართული
Gay.ge
ძიება ყველგან
სულ მომხმარებლები: 3837
გაცნობის პროფაილები: 612
საიტზე ახლა არის:
0 რეგისტრირებული მომხმარებელი, აქედან
0 გაცნობის მსურველი
0 ჩეთში
19 სტუმარი, აქედან
1 ჩეთში
18.08.2009

„როდესაც ჩვენ თეატრიდან დავბრუნდით, მე პირდაპირ საძინებლისკენ გავემართე. გადავწყვიტე ძილის წინ ცოტა პლატონი წამეკითხა. გადავშალე „ფედრა“ და რომელიღაც გვერდიდან დავიწყე კითხვა. ვკითხულობდი თავაუღებლად სანამ ბოლოში არ გავედი. შემდეგ „ნადიმის“ კითხვა დავიწყე, მზემ თავისი პირველი სხივებით გაანათა ბუჩქნარი, რომელიც ჩემი  ბინის პირველი სართულის ფანჯრების წინ იზრდება, მხოლოდ მაშინ შევძელი წიგნის დახურვა ...

სწორედ აქ,  „ფედრასა“ და „ნადიმში“, სულის მითსა და პაუსანიუსის, აგატონისა და დიოტიმის სიტყვებში, მე ვიპოვე ჭეშმარიტი სიყვარულის თავისუფლება (liber amoris), ზიარება რომელსაც ესოდენ დიდხანს ველოდი,  კურთხევა იდეალიზმისა, რომელსაც ესოდენ დიდხანს ვეტრფოდიდი. თითქოს საკუთარი გულისთქმა მესაუბრებოდა პლატონის ბაგეებით. თითქოს ჩემში გაიღვიძა საუკუნეების წინ ჩასახულმა მემკვიდრეობამ. იმ დროის, როდესაც მე ძველ საბერძნეთში სიყვარულზე ვფილოსოფოსობდი.

...და როგორც იქნა ვიგრძენი ხმელეთი ფეხქვეშ. მივიღე ჩემი სიყვარულის კურთხევა. იმ სიყვარულისა რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა.  ეს იყო მამაკაცის სილამაზის ჩემეული აღქმის პოეზია და ფილოსოფია,  თავისი განუმეორებელი სტილით  ოსტატურად გამოხატული.  და რაც მთავარია, იმ მომენტში მივხვდი, რომ ძველი საბერძნეთის მოქალაქეები ასეთ სიყვარულს სრული სერიოზულობით ეკიდებოდნენ, როგორც ამაღლებულ და ღრმად მორალურ გრძნობას.“


ამ სიტყვებს წერდა თავის მემუარებში ХIX საუკუნეში მოღვაწე ადვოკატი ჯონ ადსინგგონ საიმონდსი. მან სახელი გაითქვა როგორც გეებისა და ლესბოსლების უფლებების ერთ-ერთმა პირველმა დამცველმა მსოფლიოში. ეს ნაწყვეტი მისი თინეიჯერობის  პერიოდს განეკუთვნება, როდესაც იგი სოკრატეს ბრწყინვალე ხელოვნებას ეზიარა. სოკრატეს ფილოსოფია წარმოადგენს იმ ზეგავლენის ყველაზე თვალსაჩინო დასაბუთებას, რომელიც ამ ბუმბერაზმა პიროვნებამ მოახდინა მამაკაცებს შორის გეი  ურთიერთობის აღქმაზე, ამ უკანასკნელი 2400 წლის განმავლობაში. მან, ისე როგორც ვერავინ სხვამ, შესძლო ლოგიკურად დაესაბუთებინა ასეთი სიყვარულის არსებობის მორალური უფლება და ამით გაუხსნა სექსუალურ უმცირესობებს  გზა თვითდამკვიდრებისა და საკუთარი გრძნობების შეცნობისკენ.

სოკრატე დაიბადა 469 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. მამამისი სოფრონიუსი მოქანდაკე გახლდათ, დედა  კი, სახელად ფენარიტა, მეანე იყო. ცოტა რამ არის ცნობილი სოკრატეს ახალგაზრდობის წლებიდან, თუმცაღა გვაქვს ისტორიული ცნობები, რომ 17 წლის ასაკში  იგი ფილოსოფოს არქელაიას საყვარელი მოსწავლე იყო, რომელიც თავის მხრივ ანაქსაგორის - პირველი ათენის ფილოსოფოსის მოწაფე გახლდათ. პელოპონესის ომის დროს (431- 404 წ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე) სოკრატე ქვეითად მსახურობდა ათენის არმიაში და პოტიდიოსთან ბრძლოლაში სიკვდილს გადაარჩინა თავისი მომავალი ცნობილი მოსწავლე ალჩიბიადა.  სოკრატე თავისი სულის თავისუფლების განსამტკიცებლად ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, რაზეც მისი თანამედროვე, ანტიფონე  წერდა  „მონას რომ აიძულოთ ასე იცხოვროს, იგი აუცილებლად გაიქცევაო“. სოკრატემ მიატოვა ყველა ცხოვრებისეული საქმე და მთელ დღეებს ზეთის ხილის ხეების ჩრდილში ატარებდა, კეთილშობილი ოჯახიშვილი  ახალგაზრდა ბიჭების წრეში. იგი მსჯელობდა ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე როგორიცაა:  სამართლიანობა, სიკეთე, ქველმოქმედება და სულიერება. სოკრატე გვევლინება ახალგაზრდობის  სასულიერო და სასიყვარულო   დამრიგებლად. იგი განასახიერებს ათენში არსებული “პედერასტიის  ინსტიტუტს”, რაც „ბიჭებისადმი სიყვარულს“ ნიშნავს.

სოკრატე არ აკეთებდა ჩანაწერებს. მისმა სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლის, პლატონის დიალოგებში და მისი მეორე მოსწავლის კსენოფონის მოგონებებში. მათ სოკრატესთან მისი ცხოვრების უკანასკნბელი 10 წელი დაჰყვეს. 

სოკრატე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როდესაც იგი ათენში უჭკვიანეს ადამიანად სცნეს. იგი დელფის ორაკულმაც კი აღიარა. მისი დიალოგების საგანს, ეგრედ წოდებული უდაო ჭეშმარიტებების გაბათილება წარმოადგენდა.  იმისთვის, რომ როგორც თვითონ ამბობდა „დავამხო სიცრუის ღმერთი“, იგი ეკამათებოდა საკუთარ თავს. ცდილობდა შეექმნა წარმოსახვითი ოპონენტი, რომელიც მასზე ჭკვიანი იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის მიდიოდა საბოლოო დასკვნამდე - ყველაზე ჭკვიანი მაინც თვითონ, სოკრატე იყო - რადგან იგი აცნობიერებდა თავის უცოდინრობას.  ამის შესახებ მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაც მეტყველებს „მე ვიცი, რომ მე არაფერი ვიცი“ ( Scio me nihil scire). მას არ ჰქონდა მყარი ფილოსოფიური დოქტრინები, სოკრატეს სხვა როლი ეკისრა. იგი  თავისებური სხვისი იდეების „მეანე“ გახლდათ. მან თავისი მეთოდიც კი ჩამოაყალიბა, რომელსაც სოკრატეს მეთოდი ეწოდა. იგი მიმანიშნებელი კითხვების სერიის საშუალებით და მოსწავლეების პასუხების თავისებური ინტერპრეტაციით, სოკრატე ბადებდა ჭეშმარიტებას. მის მიზანს თვითშეცნობა წარმოადგენდა, მისი ბრწყინვალე გამონათქვამებია „შეიცანი საკუთარი თავი“ და  „თავისი ღირსიც არ არის შეუცნობელი ცხორება“. “საკუთარი თავის შეცნობას აუცილებლად მიჰყავს ადამიანი კეთილსინდისიერი ცხოვრებისაკენ, რადგან არავინ უშვებს შეცდომებს გაცნობიერებულად” -  გვასწავლის სოკრატე, 

ითვლება, რომ სოკრატემ ფილოსოფია მეცნიერებიდან ეთიკად აქცია, აგრეთვე ფილოსოფიურ სწავლებაში მეთოდის პრობლემა წამოჭრა. დასავლეთზე მისი ფილოსოფიის ზეგავლენის მასშტაბის შესახებ შეგვიძლია იმითაც ვიმსჯელოდ, რომ ყველა ფილოსოფიურ ცნობარში  მოიხსენიება „სოკრატემდელი“ ფილოსოფიის პერიოდი, რომელიც ყველა მის წინამორბედ ფილოსოფოსს აერთიანებს.  

სოკრატე მწარედ აკრიტიკებდა იმ პერიოდში არსებულ პოლიტიკურ და რელიგიურ მმართველ ინსტიტუტებს, რის გამოც უამრავი მტერი გაიჩინა.  339 წელს ჩვ. წ. აღრიცხვამდე, იგი დააპატიმრეს ათენის ახალგაზრდობის მორალურად გაღრწნასა და რელიგიურ ერეტიზმის ბრალდებით. დღესდღეობით ბევრი ისტორიკოსი ამ დაპატიმრებას მის მოსწავლეებს, ალჩიბიადასა და კრიტოსს უკავშირებს, რომლებმაც უღალატეს ათენს „ოცდაათი ტირანის ოლიგარქიის“ (404-403) პერიოდში.  სოკრატე სასამართლოს წინაშე წარსდგა, იგი ოსტატურად პარირებდა ყველა ბრალდებას და საბოლოოდ ფაქტიურად საწინააღმდეგო დაამტკიცა, რომ გასამართლების ნაცვლად გმირად აღიარებას იმსახურებდა. ყოველივე ამან განარისხა მსაჯულები და მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ძველი ბერძნული ტრადიციის თანახმად, განაჩენის აღსრულებამდე სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო წმინდა გემი, დელოსის კუნძულიდან. საპყრობილეში სოკრატე განაგრძობდა თავის მოსწავლეებთან დიალოგებს ფილოსოფიაზე.  მოსწავლე კრიტონმა გაქცევის გეგმაც კი მოიფიქრა, რაზეც სოკრატემ უარი განუცხადა, რადგან 

„ჩემი სასჯელი ათენელებისთვის უნდა გახდეს ნათელი მაგალითი უსამართლო განაჩენისა“. როდესაც მას საწამლავით სავსე თასი გაუწოდეს სოკრატემ უყოყმანოდ დალია იგი. სოკრატეს სასამართლო და სიკვდილი ხატოვნადაა აღწერილი პლატონის „აპოლოგიაში“, „ფედონსა“ და „კრიტონში“.

სოკრატემ ისტორიული როლი შეასრულა გეების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში,  ეს გენიალურად აისახება პლატონის „ფედრასა“ და „ნადიმში“. ამ ორ დიალოგში სოკრატე ამბობს, რომ სიყვარული იწყება ეროტიული ვნებით ზრდასრულ მამაკაცსა და მშვენიერ ახალგახრდა ბიჭს შორის. ეს ვნება ღვთაებრივი სიგიჟის მსგავსია. მისი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვართ ხელგაშლილნი, ვივიწყებთ ყველაფერ მიწიერს და ყოველგვარ ანგარებას.  მაგრამ ამ ვნებამ უნდა დატოვოს ფიზიკური ლტოლვის საზღვრები. ახალგაზრდა ბიჭისადმი სიყვარულის განცდისას კაცი ეთაყვანება არა იმდენად მის გარეგნულ სილამაზეს, არამედ იმ ფილოსოფიურ მშვენიერებას რომელსაც ეს ახალგაზრდა განასახიერებს.  ვნების სიგიჟე რაღაცით პოეზიის სიგიჟესა და ფილოსოფიის პარადოქსალურობას ჰგავს. მას შორს მივყავართ კონკრეტული საკითხების განხილვისგან და ჩვენი ყურადღება უნივერსალურის-ფილოსოფიურად აღქმაზე გადააქვს. სწორედ იმ მშვენიერებას, რომელსაც ახალგაზრდა განასახიერებს,  მივყავართ ჩვენ ერთი ღვთაებისგან მეორისკენ“.

ეს არის ის, რასაც მომავალში პლატონური სიყვარული ეწოდა. იგი ნიშნავს რომ ასაკით უფროს მასწავლებელს, შეიძლება უყვარდეს თავისი უმცროსი მოსწავლე და ამავე დროს იყოს მისი სულიერი მოძღვარი. როგორც სოკრატე „ფედრაში“ ამბობს: „ყველა შეყვარებულს უნდა, რომ მისი სიყვარულის ობიექტი  ჰგავდეს ღმერთს, რომლისაც სწამს, ხოლო პარტნიორთან სიახლოვის დროს იგი აახლოებს ღვთაებრივ იდეალთან, აძლევს მას ყოველივე საუკეთესოს რაც კი გააჩნია. არ შეიძლება იარსებოს ეჭვმა და ანგარებამ და ყოველი ნაბიჯი მოსწავლეს უნდა აახლოებდეს თავის მასწავლებელთან და ღმერთთან, რომლისაც ორივეს სწამთ. განა რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი და კეთილშობილი საქმე ვიდრე ეს მისტერია, რომელშიც ორი გულწრფელად შეყვარებული მეგობარი მონაწილეობს“.

მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფოსები დღემდე ცდილობენ დაფარონ ის ნათელი გეი სიყვარულის ფილოსოფია, რომელიც პლატონის „ფედრისა“ და „ნადიმის“ საფუძველს წარმოადგენს. გეი მკითხველი ყოველთვის სწორად ჩაწვდება ჭეშმარიტ აზრს და იპოვის თავისთვის ჭეშმარიტებას.

პირადად მე ვთვლი, რომ სოკრატე მსოფლიო ისტორიის ნომერი პირველი გეია, რადგან მისმა ფილოსოფიამ ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე გეების თვითშემეცნებასა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. მხოლოდ სოკრატეს შემდეგ ჩვენ შევძელით შეგვეცნო ჩვენი საკრალური არსი.

 

 
 
 
მე ვარ
მინდა გავიცნო
ასაკი -
ძებნა
ახალი პროფაილები
temson 25
David 2012
Gei 26
gio 22
Harvest 24
irakli 21
2008, GAY.GE შენი თანამგზავრი [ვერსია 5.0 ალფა]
შექმნილია ფონდი ინკლუზივისა და COC Netherlands-ის მხარდაჭერით
ყველგან საიტში ფორუმში